მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს.
ოპოზიციის აქტივისტები რამდენიმე დღეა მართავენ აქციას „მაინც დაგაბოქლომებთ“. მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა. გარდა ამისა, ისინი პარლამენტთან დაკავებულებისთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ. 23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ყველა მხარეს საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
კომენტარები
