მიშა მესხის სახელს საზოგადოება ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყო. მიშა მესხი თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თინეიჯერობის ასაკიდან იბრძოდა, რის გამოც არაერთხე დააკავეს, გაიტაცეს და ქვეყნიდანაც კი დევნიდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისმა საქმიანობამ ქუჩიდან კაბინეტში გადაინაცვლა და ის საკრებულოს დეპუტატების პროპორციულ სიაშიც იყო კრწანისში მმართველი პარტიის თავმჯდომარეც იყო, თუმცა რამდენიმე წლის წინ პროცესებს მოულოდნელად ჩამოშორდა.
მიშა ახლა ძირითად დროს ოჯახს უთმობს. რამდენიმეწლიანი დუმილი მან „რეიტინგთან“
დაარღვია.
– მიშა, რატო აღარ ჩანხართ საჯაროდ, აღარ ხართ „ქართულ ოცნებაში“?
– წლების წინ გავაუქმე ფეისბუქი და ამიტომ აღარ ვარ აქტიური. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, თითქმის ორი წელია „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის პოსტს აღარ ვიკავებ კრწანისის რაიონში. ახლა ამ პოსტზე ჩემი ნათელ-მირონი ბექა ოდიშარიაა, რომელიც ამავე რაიონის დეპუტატია. მუდმივი ცხოვრებაში არაფერი არ არის და არც დაკავებული თანამდებობა. „ქართული ოცნების“ პარტიის აქტიური წევრი აღარ ვარ, თუმცა ამ გუნდთან ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმე, მათთან ერთად ბევრი ვიბრძოლე და ვრჩები მისი გულშემატკივარი. მე მართლა „ნამდვილი“ ვარ და 2012 წლიდან ამ გუნდის გვერდით ვიდექი, მინდა ამ გუნდმა ბევრი კარგი საქმე გააკეთოს ჩემი ქვეყნისთვის, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
– თქვენი ნებით დატოვეთ დაკავებული თანამდებობა?
– პარტიის თავმჯდომარეს ყოველწლიურად ირჩევენ. ეს არის ჯანსაღი პროცესი. როცა ძველი თავმჯდომარეები გამგებლები გახდნენ, იქ დასათმობი არაფერი იყო.
– ნაწყენი ხართ „ქართულ ოცნებაზე“?
– პარტიის თავმჯომარე კი არა ბოლო დროს თითქმის ყოველდღიურად ცვლიან პრემიერ მინისტრებს. წყენას რაც შეეხება, ბევრი ჩემი თანამებრძოლი, რომელმაც თავი გადადო და ყველაფერი გააკეთა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ამ პარტიამ გარიყა. ისინი არ არიან დაფასებული. სულ უფრო მეტად უჭირს არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, როცა გვერდით აღარ გყავს ის ადამიანები ვისთან ერთადაც შავ პურს ჭამდი ცუდია. ალბათ დაუფასებენ ამ ადამიანებს რაც უბრძოლიათ და დაიყენებენ გვერდით.
„ქართულ ოცნებაში“ თავიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და ა.შ. გადახალისება მოხდა, ზოგს ეწყინა და წავიდა, ზოგი ძალით ჩააჩოჩეს.
– შენ ძალით ჩაგაჩოჩეს?გაგრძელება
