„რომ გიჩივლოთ არ გეშინიათ?“- ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ იმედის ჟურნალისტს.
გუბაზ სანიკიძეს პრესკონფერენციის დროს 2012 წელს გავრცელებული აუდიოჩანაწერი გაახსენეს, სადაც იგი საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მილიონების შოვნას აპირებდა. გუბაზ სანიკიძემ ეს ინფორმაცია უარყო და ამის შემდეგ იმედის ჟურნალისტს მიმართა.
„ის ჩანაწერი ხომ უკანონოა? რატომ უშვებთ თქვენს ტელევიზიაში. როდესაც ჩემზე გადაცემა გააკეთეთ, იქ კიდევ გაიმეორეთ. რომ გიჩივლოთ არ გეშინიათ?“,- მიმართა გუბაზ სანიკიძემ იმედის ჟურნალისტს.
კომენტარები
