თუ კანონის ჩარჩოებს და ფარგლებს გასცდებიან, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რითაც ხვალ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროტესტის ორგანიზატორებს აქციის გამართვის უფლება აქვთ, თუმცა კანონის ფარგლებში.
“ადამიანებს ჩვეულებრივ რეჟიმში აქვთ თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის უფლება, რასაც ვერავინ შეზღუდავს. კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში მათ შეუძლიათ აქცია გამართონ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, თუ კანონის ჩარჩოებს და ფარგლებს გასცდებიან, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”,-განაცახდა კალაძემ.
კალაძემ ბოლო საპროტესტო აქციის სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკანონობა აღიკვეთა.
“უკანონობა იქნა აღკვეთილი, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა იქნა გახსნილი და პარლამენტის შესასვლელები გათავისუფლებული ბლოკირებისგან”,-განაცხადა კალაძემ.