ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედი”-ს გადაცემა “სვოტ ანალიზში” სტუმრობისას გაიხსენა მისი სტუმრობა სააკაშვილთან, როდესაც ის პრეზიდენტი იყო.
„პირველად რომ ავედი მის რეზიდენციაში, მოკუნტული იჯდა, ჩაის ვერ სვამდა, გავუნელე ჩაი, აწიე თავი-მეთქი ვეუბნები. რამდენი კარგი რჩევა მომიცია შენთვის, ახლა მოგცემ საუკეთესო რჩევას-თქო, გასწორდა წელში, შენ რომ გამოხვიდე და ხალხს მოუხადო ბოდიში, რაღაც გამომივიდა, რაღაც არ გამომივიდა, გულწრფელად განვიცდი ამას, მოვიდა ახალი გუნდი მე მათ ხელს აღარ შევუშლი, გარწმუნებ-მეთქი, მიშას ვუთხარი, პოლიტიკურ იმუნიტეტს შეგინარუჩენებ მეთქი, მაგრამ ამის გაგების უნარი არ ჰქონდა, საერთაშორისო თანამეგობრობას ვერ ვუღალატებო” – გაიხსენა ივანიშვილმა.
კომენტარები
