მთვარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ლადო ბედუკაძის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგი იყო.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნაცვლიშვილი აცხადებს, ამის მიუხედავად, მორალურ პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებაზე სრულად იზიარებს.
„მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ლადო ბედუკაძე სრულად განთავისუფლებულიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, მორალურ პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებაზე, რასაკვირველია, ვიზიარებ, ისევე, როგორც ვიზიარებ პასუხისმგებლობას ამ ხელისუფლების ყველა წარმატებასა და მარცხზე, ვინაიდან მე მხოლოდ პროკურატურის ან შს სამინისტროს ფუნქციონერი არ ვიყავი, მე გახლდით პარლამენტის წევრი, ანუ მქონდა იმ ხალხის მანდატი, რომელმაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა.
ბედუკაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც სასამართლომ განაჩენით დაამტკიცა, რის გამოც უკიდურესად შეიზღუდა ამ გადაწყვეტილების რევიზიის შესაძლებლობა.
გემახსოვრებათ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ პრემიერ-მინისტრის რანგში საჯაროდ მიმართა არჩილს, გადაეხედა ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ამაოდ -განაჩენი უკვე კანონიერ ძლაში იყო შესული“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
“წინააღმდეგი ვიყავი, ლადო ბედუკაძე სრულად განთავისუფლებულიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან”
2016/08/22 13:17:13
კომენტარები
ნანახია: 2137 ჯერ