ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
ადვოკატი წერს, რომ არ გადაუხდის ხელფასს შეუფერებელი ქცევისა და ზნეობის მქონე დეპუტატებს.
“გამოვდივარ ინიციატივით, აღარ გადავიხადოთ გადასახადები‼️ ამით მიხვდება ხელისუფლება, რომ დროა იმოქმედოს. უარს ვაცხადებ გადასახადების გადახდაზე‼️ მე არ გადავუხდი ხელფასს ამ უმსგავსობას‼️ მე არ გადავუხდი ხელფასს ქვეყანაში მუდმივად არეულობის და დესტაბილიზაციის დამგეგმავ, შეუფერებელი ქცევისა და ზნეობის მქონე დეპუტატებს,”- წერს კუბლაშვილი.

კომენტარები
