ოპოზიციის ნაწილი საჯარო ბიბლიოთეკასთან აქციას მართავს, სადაც მათი ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს მიმართა, წარმოედგინა საბუთი, თუ რის საფუძველზე უზღუდავდნენ ქუჩაში აქციის გამართვის უფლებას.
თავის მხრივ, სირაძემ ბოკუჩავას მიმართა, და კითხა, რა მიზნით მიდიოდნენ აქციის მონაწილეები საჯარო ბიბლიოთეკასთან, რაზეც ბოკუჩავამ უპასუხა, რომ აქციის მონაწილეებს სურდათ თეა წულუკიანისთვის საკუთარი ხმა მიეწვდინათ.
ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პოლიცია პირად დაცვად გადააქცია.
“თქვენ როგორ გეკადრებათ რომ პოლიცია გადააქციეთ ყაჩაღებად და ქურდებათ. ივანიშვილის პირად დაცვად, მეც ხომ არ შეგახსენოთ, რაც ნიკა მელიამ გითხრათ გუშინ” – მიმართა ბოკუჩავამ ვაჟა სირაძეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს უთხრა, რომ გვარს ამართლებს.