ნუ ატლიკინებ ენას. გადი აქედან დროზე, სანამ მართლა ჩიორა ხარ, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ”ნაციონალების” წევრ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს მას შემდეგ, რაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა.
თაქთაქიშვილმა ბესელიას, რომლის გადაწყვეტილებითაც სხდომა შეწყდა, საკომიტეტო განხილვის გაგრძელება მოსთხოვა და თავად მას მოუწოდა, დაეტოვებინა დარბაზი, სხდომას კი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ის გააგრძელებდა.
თავის მხრივ, ბესელიამ თაქთაქიშვილს ურჩია საკუთარი უფლებამოსილების შესრულება.
თავის მხრივ, ბესელიამ თაქთაქიშვილს ”სასაცილო” უწოდა.
”ნუ ატლიკინებ ენას. გადი ახლა აქედან ჩიორა დროზე, სანამ მართლა ჩიორა ხარ”, – უპასუხა ბესელიამ თაქთაქიშვილს.
საბოლოოდ, კომიტეტის სხდომა, რომელზეც არასამთავრობო სექტორის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავდნენ, არ განახლებულა. ბესელიამ სხდომის შეწყვეტის გამო ანგარიშის ავტორებს ბოდიში მოუხადა