თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღების და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს, 7 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასაწავლებელია. დანარჩენი კი არასრუწლოვანთა მშობლები არიან. აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.
დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
