მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.
“ყველას მინდა ბოდიში მოგიხადოთ,რომ ესე განერვიულებთ ჩვენი განსაცდელით და ამავე დროს დიდი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის! ვერ აგიხსნით რამდენი კეთილის მსურველი მწერს!მადლობა,მადლობა,მადლობა! მიყვარხართ” – წერს ზურა ხაჩიძე.მომღერალი საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს თავის მეუღლეს, ხათუნა ჟორდანიას გამოჯანმრთელებას უსურვებს:
“ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ხათუნა!ამინ” – წერს ზურა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ მან ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მისცა „რეიტინგს“, სადაც აღნიშნა, რომ მის მეუღლეს, ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადებასთან ბრძოლა უწევს, მას ფილტვის სიმსივნე აქვს და ყველას სთხოვა, ილოცონ მისი მეუღლისთვის.

კომენტარები
