პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, მიზეზი შენობაში არსებული მძაფრი სუნია.
გაურკვეველი ნივთიერების სხდომათა დარბაზში შეტანის შემდეგ “ქართული ოცნების” დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ცუდად გახდა, რომელიც ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. მაჭავარიანის თქმით, ის მძაფრი სუნის მიმართ ალერგიულია.
“არ ვიცი, ცუდი სუნი იყო, ზოგადად მაქვს სუნებზე… გარეთ რომ გამოვედი, მერე გავხდი ავად. მე ირმა ნადირაშვილი არ დამინახავს და ლელა ქებურია დავინახე. თუ დაასხეს რამე არ დამინახავს,” – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში უცნობი ნივთიერება დაასხეს.
