“ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას განცხადებით, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის საკითხზე ვალდებული არ არის თავი იმართლოს.
მისივე თქმით, ის ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„არ ვაპირებ ვიმართლო თავი, უმრავლესობის ბრალდებებზე. არსებობს კადრების ჩანაწერები, წარმოადგინონ და შემდეგ მელაპარაკონ ბრალდებებზე. არ ვაპირებ, ვიმართლო თავი, არ ვარ ვალდებული მათი განცხადებების გამო თავი ვიმართლო. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ აქტს და პროტესტის გამოხატვას ამ ფორმას აბსოლუტურად ვეთანხმები. არ ვარ ვალდებული განმარტებები ვაკეთო, რატომ მეკეთა შარფი. ვიყავი შესული, რაღაც შეკითხვა დავუსვი ერთ-ერთ ჩემს კოლეგას და გამოვედი გარეთ. დაამტკიცონ ეს ბრალეულობა და შემდეგ ილაპარაკონ. მე არც უარვყოფ და არც ვადასტურებ ამ ბრალდებას. წარმოადგინონ მტკიცებულებები“, – განაცხადა ლელა ქებურიამ.
