საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის იმ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხება.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით. არც ერთი მისი განცხადება არ ჯდება არც იმ ეთიკაში.
თუ ვინმე იტყვის რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა 100 ათასი ადამიანი, თუ არ ვიცი, რამდენი მოვა, შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს, ვიღაცამ ძალით მოიყვანა, არ ვიცი, მსგავსი რამ არ არსებობს. შეუძლებელია, რომ არსებობდეს და როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, კარგი იქნება კონკრეტული მაგალითების მოყვანა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წევრები, რომლებიც იტყვიან ამას, თითქოს მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მსგავსი რამე არ მომხდარა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
