სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ მოსწავლემ, რომელიც ლუკა სირაძის ყოფილი თანაკლასელია, თავი დაიზიანა. ეს არის გოგო, რომელმაც სკოლაში დატოვებული წარწერის გამოძიების ფარგლებში, სავარაუდოდ მონაწილეობა ამოცნობის პროცედურებში მიიღო.
სკოლაში სწავლის პროცესი ორშაბათამდე შეწყვეტილია.
მომხდარზე არაფერს ამბობენ “მწვანე სკოლაში”, თუმცა ადმინისტრაციას ამ თემაზე საუბარი, სხვა საკითხებთან ერთად, განათლების სამინისტროში მოუწევს. ახლა დირექტორს განათლების მინისტრის მოადგილე ხვდება.
კომენტარები