ეკლესია 15 წლის ლუკა სირაძეს წესს აუგებს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.
„15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება“, – დაწერა ჯაღმაიძემ.
ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული.
კომენტარები