ნუ ავრცელებთ ამ სლოგანს, ნუ გახდით თაობის დევიზად, დაზოგეთ დანარჩენი ბავშვები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიკა სიხარულიძე წერს და გუშინ მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“ხალხნო, ადამიანებო, ჩემებო, ძვირფასებო, გულმოკლულებო და შეძრწუნებულებო… ნუ გამიწყრებით, მაგრამ ძალიან უნდა გთხოვოთ: ნუ ავრცელებთ ამ სლოგანს, ნუ გახდით თაობის დევიზად, დაზოგეთ დანარჩენი ბავშვები. ფაქიზი ფსიქიკა აქვთ, დაფიქრდით ამაზე, გემუდარებით. აქ არიან და ყველა სიტყვას ემოციურად იღებენ,” – წერს facebook გვერდზე განათლების სფეროს სპეციალისტი მარიკა სიხარულიძე.
კომენტარები