სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ვიცე-პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე, რომელიც ახლა აფრიკის მისიაში იმყოფება, ეხმიანება თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდის შესახებ:
„ყველაზე ყველაზე მაგარი მინისტრი, რომელმაც იმედი ჩაუსახა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, მათი ოჯახების წევრებს და გააჩინა ნდობა. უფალმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ, ბოლომდე განახორციელოთ დაგეგმილი გეგმები ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. უფრო მეტი ენთუზიაზმი გააღვიძეთ სამხედროებში, რომლებიც აქამდე უიმედოდ და უმწეოდ გრძნობდნენ თავს. ღირსებას და თავდადებას შესაბამისი დაფასება ესაჭიროება. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ გააცოცხლეთ ეს იმედები. მჯერა, ბოლომდე შეინარჩუნებთ მტრების ჯინაზე ჯარისკაცების სიყვარულს, რაც ყოველდღიურად მესმის და გულს უხარია. წარმატებებს გისურვებთ, ბატონო მინისტრო“,– წერს თამარ კიკნაძე.
ვიცე-პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე – ყველაზე, ყველაზე მაგარი მინისტრი, რომელმაც იმედი ჩაუსახა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს
2019/12/20 14:02:59

ნანახია: 3328 ჯერ