ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქში.
“თუ ყველა ვთვლით, რომ ამ ცხოვრების დედაც, მაშინ დავიშალოთ, სხვა რა დაგვრჩენია. მესმის, რომ ერთი ფრაზის დაჰეშთეგებით უფრო ადვილია პოლიტიკური ბრენდინგი, ან ემოციური სოლიდარობის გამოხატვა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ზედაპირზე ტივტივი, ინფანტილიზმი, ემოციების ამოფრქვევა, გულის მოოხება და მერე დავიწყება დაუშვებელია. სულ ცოტა ხნის წინ მე თვითონ გავიარე ამ დანაღმულ ველზე და ბეწვზე გადავრჩი. ძალიან ბევრი ოჯახი გადის იგივეს, ბოდიში ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ ამ უმძიმეს ამბავში აქცენტების გადღაბვნა დანაშაულია.”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.
კომენტარები