ნუგზარ ფოფხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სულელი! აშკარად ფსიქიატრიის შესწავლის ობიექტია!
სუპერ-მეტაფორაა: ჩინებული ზოგადი განათლება, მეცნიერული ხარისხი უნიკალურ სფეროში, გამოცდილი პოლიტიკოსი: პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (ორჯერ), პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის ერთერთი ლიდერი, საპარლამენტო არჩევნების რეალური მონაწილე პარტიის ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის სუბიექტი; გაწონასწორებული, გემოვნებიანი, მაღალი პოლიტიკური და ყოფითი კულტურის მატარებელი, ღირსეული ქალბატონი, რომელიც, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი, სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით საერთაშორისო ასპარეზზე.
ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ არ მომწონს მისი ზოგიერთი ნაბიჯი (მაგ. საერთო მაგიდასთან ჯდომა სინდისგარეცხილ და უტიფარ ყბედთან, ან, სხვ.), ნამდვილად საამაყოა(!) მეტაფორული შედარება ქალბატონ ნინოსთან, მით უმეტეს, “მთაწმინდელ” ჯანსუღ(!) ჩარკვიანის ნათლულთან(!).
სამარცხვინო(!) და თავის მომჭრელი(!) კი იქნებოდა დაწყვილება(!) ყოფილ ბიძინისტთან, ახლა “კოლექტიურ ნაცისტთა” მობილწსიტყვაო სახესთან, ანუ, არამყარ – პოზიციდან პოზიციაზე მოხტუნავე, პოლიტიკას მიტმასნილ ტიპაჟთან; პრაქტიკულად გაუნათლებელ – წერა-კითხვის თითქმის უცოდინარ დიპლომიან “მუსიკათმვოდნესთან”; ილუზიებით მოაზროვნე და თავშეუკავებელ “ისტერიჩკა”, უაღრესად დაბალი პოლიტიკური და ყოფითი კულტურის მქონე, მოცილისმწამებლო, მოთაღლითო, მოგამომძალველო, მობრიყვო და აშკარად ცრუპენტელა დედაკაცთან.
P.S.: “ფრენდებთან” შემდეგი შეხვედრა შედგება TAKO-ს მორიგი ბოდვის გასაჯაროებისთანავე.
ასე არ არის, კუკური!?!”,-წერს ფოფხაძე.
