სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ თანამშრომლები გაიფიცნენ.
როგორც ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა განაცხადა, ისინი სასტუმროს მენეჯერის კობა აბულაძის გადადგომას ითხოვენ.
„გაუსაძლისი მდგომარეობაა. 1 კაცს უწევს იმდენი საქმის კეთება, რამდენსაც 20 თანამშრომელი უნდა აკეთებდეს. ვითხოვთ, ადამიანურ მოპყრობას და სასტუმროს მენეჯერის კობა აბულაძის გადადგომას. არსებულმა გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გავიფიცეთ ყველა – დამლაგებლებით დაწყებული დაცვის თანამშრომლებით დამთავრებული და უარი ვთქვით სტუმრების მომსახურებაზე“, – აცხადებს „ბორჯომი ლიკანის“ ერთ-ერთმა თანამშრომელი.
მისივე თქმით, დაახლოებით, 50-მდე თანამშრომელია გაფიცული.
bm.ge
კომენტარები