თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “ექსკლუზივ ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“ჩემს კოლეგებს ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ ამის გახსენება, მაგრამ რატომღაც დაავიწყდათ – ზუსტად კორუფციის პრევენციაზე საუბრით დაიწყო თბილისის მერმა შარშან პირველი მთავრობის სხდომა. მან მოადგილეებს, გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა სთხოვა.
უფრო მეტიც, იგივე საკითხზე გააკეთა განცხადება კახა კალაძემ 2018 წლის პირველ მთავრობის სხდომაზეც.
ჰოდა, რა ვიცი აბაა…
როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის.
#სკანდალიარსადდაგეკარგოთ” – წერს თოქმაჯიშვილი.
კომენტარები