დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი 17 სკოლაში შეწყდა. აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ხულოს 10 და შუახევის 7 სკოლაში არ ჩატარდა.
ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს.
მერიაში განაცხადეს, რომ საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
„ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები. თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და დღის განმავლობაში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება“, – აცხადებენ მერიაში.
კომენტარები