რომში, ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) სამი ოქროს მედალი მოიგო.
ძალოსანმა ატაცში 200, 210 და 215 კგ. დაძლია და ჩემპიონი გახდა.
აკვრაში მისი შედეგი 235,245 და 255 კგ. იყო და ჩემპიონობა იზეიმა.
ორჭიდის ჯამში დაძლეული 470 კგ-ით საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე რომის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია.
კომენტარები