არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებადი ფეხბურთელების სიაში ლიდერობს. ახალი რეიტინგი ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe-მა გამოაქვეყნა.
ლიონელ მესის შემოსავალი თვეში 8,3 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე ადგილზე 4,5 მილიონი ევროთი ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუა, მესამე პოზიციას კი 3 მილიონით ევროთი ბრაზილიელი ნეიმარი იკავებს.
მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების პირველ ხუთეულში ასევე „ბარსელონას“ თავდამსხმელები ანტუან გრიზმანი და ლუის სუარესიც მოხვდნენ.
კომენტარები