გაზეთი „ასავალ დასავალი“ დღევანდელ ნომერში, მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ, სკანდალურ სტატიას გვთავაზობს.
„ეს ამბავი გარდა იმისა, რომ მძიმეა, საკმაოდ დელიკატურიც არის. რადგან მარტო მალხაზ მაჩალიკაშვილს არ ეხება და მასში 20 წლის მარტვილელი გოგონაც არის გარეული.
როგორც ჩვენი წყაროები ამტკიცებენ, ეს ისტორია გასული წლის აპრილში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, პარლამენტის წინ გაშლილ საპროტესტო კარავში დაიწყო და გაგრძელდა ბინაში, რომელიც დიდუბეში, ვაგზლის მეოდნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა ნაქირავები.
როგორც სანდო წყარო ჰყვება, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს თბილისში მეგობარი გოგონა ჰყავდა და იგი პარლამენტის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაშლილ კარავში ხშირად მიყავდა. მორის მაჩალიკაშვილის მეგობარ გოგონას კარავში რამდენჯერმე ახლდა მეგობარი 20 წლის მარტვილელი გოგონა, რომელთანაც მალხაზ მაჩალიკაშვილს გაცნობიდან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
ინფორმირებულმა ადამიანებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და 20 წლის მარტვილელ გოგონას შორის განვითარებული ამბავი წვრილმანების დონეზე გვიამბეს, მაგრამ მათ გადმოლაგებას ნამდვილად არ ვაპირებთ.
„ასავალ დასავალი“ პანკისის ხეობის უხუცესებს მიმართავს და სთხოვენ, მალხაზ მაჩალიკაშვილს უხმონ და ყურანზე დადებული ფიცის ქვეშ უპასუხოს შემდეგ კითხვებს.
1.გასული წლის აპრილის მიწურულს, მუსლიმთათვის წმიდათაწმინდა, რამადანის მარხვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მის მიერ ნაქირავებ ბინაში ჰყავდა თუ არა მიყვანილი, პარლამენტის წინ გაცნობილი 20 წლის მარტვილელი გოგონა?
2. რა მოხდა ბინაში, რას ჰპირდებოდა მაჩალიკაშვილი, თავისი გარდაცვლილი შვილის თანატოლ მარტვილელ გოგონას?
3.ბინაში მომხდარი ამბის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 20 წლის მარტვილელი გოგონასთვის მიცემული პირობა შეასრულა თუ იგი მოატყუა და მოისროლა?
4.მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ნაქირავებ ბინაში მომხდარი ამბავი, გახდა თუ არა ცნობილი 20 წლის მარტვილელი გოგონას ოჯახისთვის, აპირებდნენ თუ არა თბილისში ჩამოსვლას ანგარიშის გასასწორებლად და ვინ შეაჩერა ისინი?
5. მომხდარის თაობაზე შეიტყვეს თუ არა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა, რა რეაქცია ჰქონდათ მათ, განსაკუთრებით მის ქალიშვილს ნატა მაჩალიკაშვილს?
ვფიქრობთ, პანკისის ხეობის ბრძენმა უხუცესებმა, რომელთა პატრიოტიზმი და სახელმწიფოებრივი აზროვნება კითხვის ნიშანს არც ბადებს, მალხაზ მაჩალიკაშვილისგან სიმართლე უნდა მოისმინონ და თავიანთი მორალური კოდექსის, ადათ-წესების და სარწმუნოების დოგმების გათვალისწინებით, შესაბამისი დასკვნაც გამოიტანონ.
წყარო“ ასავალ დასავალი“