ანსამბლი „სუხიშვილები“ რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში, კონკრეტულად ყირიმში გასტროლებზე უარს აცხადებს. როგორც „სუხიშვილების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ანსამბლს კონცერტის ჩასატარებლად ყირიმიდან დაუკავშირდნენ, თუმცა მათ უარი განუცხადეს.
„დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან, კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო, რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე!“ – ნათქვამია „სუხიშვილების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები