“ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით მედია ბოლო დღეების განმავლობაში აწვდის მოსახლეობას” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
მისი თქმით, როგორც არასდროს, დღეს ქვეყანას სჭირდება საერთო ძალისხმევა მნიშვნელოვანი გამოწვევის დასაძლევად.
“დღეს ის დროა, როცა ყველა უნდა გავერთიანდეთ-ხელისუფლება, საზოგადეობა, რადგან ვართ დიდი გამოწვევის წინაშე. მე არ მინდა ხალხი პანიკაში ჩავაგდო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყოველგვარი პანიკის გარეშე, კონსოლიდირებულად უნდა ვებრძოლოთ ამ ვირუსს, როგორც სახელმწიფო, საზოგადოება, მედია, ყველა ერთად, ერთიანი ძალისხმევით. მარტო ხელისუფლებას ამ ბრძოლაში გაუჭირდება. თუ სპეციალისტთა ყველა რჩევა და რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, დამერწმუნეთ ღირსეულად გამოვალთ ამ ბრძოლიდან. ყველაფერი იქნება კარგად! “