„იგნორი და ბოიკოტი უნამუსო, მავნებელსა და ბოროტ ნაცსექტანტ პარაზიტებს!“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ავერსმა“ ფასების საგრძნობ დაწევაზე გვამცნო, გვესმის სხვებისგანაც, ზოგმა სასტუმროც კი ნებაყოფლობით დათმო საკარანტინო ზონებისთვის. გვესმის მოხალისეების აქტივობებზე, თანამოქალაქეთა მზარდ ქველმოქმედებაზეც.
წარსულში არაერთ არაკაცობაში შემჩნეულმა ვასილ სოფრომაძემ კი, „ფრესკოში“ ასწია ფასები. კრიზისებში ჩანს, ვინ და როგორია. და უნამუსო სპეკულანტების დასჯა მარტივადაა შესაძლებელი – ბოიკოტი მათ პროდუქციას. „ფრესკოში“ თანამშრომლებზე გასახდელებში თვალთვალის გაგების შემდეგ, ისევე ვაიგნორებ სოფრომაძის „ფრესკოს“, როგორც გვარამვიზიების მავნე ტყუილებსა და ამ უკანასკნელის საბრალოობაში ჩაჩეხილ ეპატაჟურ „პანდა-ვირუსიანს“.
იგნორი და ბოიკოტი უნამუსო, მავნებელსა და ბოროტ ნაცსექტანტ პარაზიტებს!“ – წერს გია აბაშიძე.