ტაბულას რედაქტორი და გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მავნებლობას და მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში შექმნილი საკმაოდ რთული და მძიმე ვითარებით ხარობს. მეტიც, დიდი ზარ-ზეიმით ელოდება, როდის ჩამოიშლება ქვეყანაში ეკონომიკა, რომ როგორმე ამით ოპოზიციამ სარგებელი ნახოს.
იმ ფონზე, როცა იკეტება ობიექტები, ადამიანები სამსახურისა და ხელფასების გარეშე რჩებიან, ქვეყანა ცდილობს გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს, ადამიანები გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას. თამარ ჩერგოლეიშვილი ჩასაფრებული ელოდება ეკონომიკის ჩამოშლას და ერთ-ერთი პოსტის კომენტარში წერს-“კორონამ ვერანაირი გეგმა ვერ ჩამოგვამხო!-პირიქით, დაზარალებული ეკონომიკა ოპოზიციას აწყობს.-გონება დაძაბეთ!…”-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. ალბათ,როცა მთელი მსოფლიო გაერთიანდა,მარტო ქართულ ოპოზიციას შეუძლია იყოს კმაყოფილი ხალხის უბედურებით!
ჯერ ქვეყანას გვამხობდნენ და მუდმივად გადატრიალებით გვემუქრებიან, ახლა საყოველთაო კრიზისით გამოწვეულ უბედურებაზე გეგმებს აწყობენ!
www.mtavariambebi.ge