საგანგებო რეჟიმში ვართ და ყველა სამთავრობო სტრუქტურა, ყველა მუნიციპალური ორგანიზაცია მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამასთან ერთად, გვყავს მოხალისეები, თუმცა ნებისმიერი აქტივობა არის მკაცრად რეგლამენტირებული და კოორდინირებული შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
“საგანგებო ზომები და დამატებითი შეზღუდვები მივიღეთ სწორედ იმის გათვალისიწინებით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა მოვახდინოთ დაავადების გავრცელების შენელება. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ორი მუნიცილაპიტეტი საკარანტინო რეჟიმში მოექცა. ბიზნესთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია იმისთვის, რომ სასურსათო დეფიციტი გამოვრიცხოთ. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ყველა დარწმუნდა, რომ შიში და ეჭვები, რომელიც არსებობდა მოსახლეობაში, რეალობას არ შეესაბამება. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის სასიცოცხლო აუცილებლობებს, პირველ რიგში ვგულისმობ სურსათსა და ფარმაცევტულ პროდუქციას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ყველა სტრატეგიულად აუცილებელი ფუნქცია, მათ შორისაა საწვავით მომარაგება და კომუნალური სერვისები,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.