მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის მეუღლეს სანდრა რულოვსს პოლიტიკა არასდროს აინტერესებდა, ახლა კი – დიდი პოლიტიკოსი გახდა.
როგორც მან „ნანუკას შოუში“ განაცხადა, მის მეუღლეს ცხოვრებაში ძალიან მტკიცე შეხედულებები აქვს.
„სანდრას არასდროს აინტერესებდა ასე პოლიტიკა, ახლა გახდა დიდი პოლიტიკოსი. სანდრას აქვს წარმოუდგენელი კაცთმოყვარეობა და ადამიანების წარმოუდგენელი სიყვარული. დაუდგა მომენტი, როდესაც ნეიტრალიტეტი შეუძლებელია და პოლიტიკაში არყოფნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ ეხმარები. პირველად რომ „რუსთავი 2“-ზე, „ვანოს შოუში“ ვნახე, მივხვდი, რომ რაღაც პოლიტიკურად აჭიკჭიკდა, მაგრამ არ მოველოდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის ჰოლანდიური ხასიათი აქვს და „თუ რამეს ხელს კიდებს უკან დასახევი გზა აღარ არის“.