საქართვლოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში ახალ თანამდებობაზე დანიშვნას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„ახლა მინდა, რომ უკრაინაში ვცხოვრობდე… აი, დღეს რომ ცნობა გაქვს გასაკეთებელი და ოცი რეგულაცია, თავის ჩაჯიბვა- გამაზვებით, ნერვების და დროის ფლანგვით გელოდება ხვალიდან, უახლოესი 10 დღის მანძილზე …
დაიძინებ, გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ ერთი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთო, შეავსო და ცნობა ონლაინ რამდენიმე საათში მოგივა.
აი, ეს უცნაური გრძნობა, აქამდე უცნობი, განცვიფრების და სახტად დარჩენის გრძნობა, რომ რაღაც ახალში შეადგი ფეხი – მენატრება და მშურს უკრაინელების. განა იქ არ არის ქოცისებრთა ჯიში, „ასფალტი ვჭამოთ“ ხალხს რა გამოლევს?!
მაგრამ იმათი მშურს, ცოტა ხანში რომ აღმოაჩენენ – „რას გვიშვება ეს სააკაშვილი?!” სხვა ხარისხის, ახალი გამოწვევების და უკიდეგანო შესაძლებლობების ქვეყანაში რომ იცხოვრებენ, ერთხანს მაინც.
აბა, ამ წილხვედრში, ბოლო 8 წლის მანძილზე ყველაზე „კრეატიული“ამბავი იყო,- ცოლ-ქმარი მანქანაში ერთმანეთის გვერდზე რომ არ უნდა იჯდეს… ვაი თქვენს პატრონს…
მიხარია და მეშინია ერთდროულად მიშას ამბავი. მეშინია, რომ ყველა ტურბო ერთდროულად არ ჩართოს…
მაგის შედეგიც ვიცით, რა შეუძლიათ მავნებლებს წარმატების მეტეორიტულ წვიმაში“, – წერს ნადირაძე.