ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი მეგობარი გიორგი ლილუაშვილი იკითხება.
მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძე გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე ნახა. ორივე ერთი პარტიის წევრები იყვნენ.
„ლაზარე ჯორბენაძე სამედიცინო გამოკვლევებს იტარებდა. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არა ფსიქიკური. ფიზიკურ პრობლემებს უჩიოდა. 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ლილუაშვილმა.
კომენტარები
