მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები 97 წლის კარლო ლაგვილავას ანაკლიაში ესტუმრნენ და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქარი გადასცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 18 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, თითოეულ მათგანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარებები და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები გადაეცემა.
კომენტარები