სააკაშვილის და ბოკერიას პარტიის წარმომადგენლები ელჩების შეხვედრაზე, ცდილობდნენ საარჩევნო საკითხისგან გადახვევას და მათი პოლიტიკური და პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას, – ამის შესახებ „ტვ. პირველის“ ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„დიახ აყენებდნენ ამ საკითხს უგულავას და სხვა პირების გათავისუფლების შესახებ. იქ ლაპარაკი იყო არა მხოლოდ იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ, არამედ მექანიზმებსაც სთავაზობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, როგორ უნდა გათავისუფლდნენ. იქ პირდაპირ იყო ლაპარაკი, რომ სასამართლომ უნდა შეაჩეროს მთელი რიგი საქმეები“, – აღნიშნა ინაშვილმა.
კომენტარები