მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ერთგულები რჩებიან. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათ ოპოზიციასთან არასოდეს დაუდიათ პირობა რომ დაკავებულ პირებს, რომლებსაც ოპონენტები პოლიტიკურ პატიმრებს ეძახიან – გაეთავისუფლებინათ.
“ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ელჩების ჩართულობით იქნა მიღწეული. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა. 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები საერთოდ არ ყოფილან ნახსენები. “პოლიტიკური პატიმრების” კარგი განმარტება გააკეთა გუშინ გერმანიის ელჩმა და ამით იხელმძღვანელეთ,“- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კომენტარები