შალიკოს ფანჩატურში შეკრებილმა ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის დარღვევა გადაწყვიტა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ფანჩატურში (‘ბესედკაში’) შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც მასში წერია, პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს შეთანხმების ჩაშლას. ამ პირობებში, ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.
საუბარი იყო, მაგრამ თუ პასუხისმგებლობა აქვთ, უნდა თქვან, რა იყო ჩვენი პასუხები, ჩვენი პასუხები იყო, რომ ეს არის მიუღებელი, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი შეთანხმების საგანი ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში დღეს განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ელჩებს არ უთქვამთ და არ იტყვიან, რომ კონკრეტული პირების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. მისივე განმარტებით,ეს არც ტექსტში წერია და ის, რაც ტექსტში არ წერია, ბუნებაში ვერ იქნება შეთანხმების საგანი.
რა გამოდის? ოპოზიცია არღვევს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს! ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ ოქტომბერში დიდი ფიასკო ელით და ეძებენ საბაბს, რათა ‘120/30’-ზე სისტემა პარლამენტში ვერ გავიდეს. ამით მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელი წარუმატებლობას საარჩევნო სისტემას დააბრალებენ. მეტად მოქოქავენ სატელიტ NGO-ებსა და ექსპერტებს, უცხოელ ლობისტებს და ეცდებიან არჩევნების დელეგიტიმაციას.
არცერთ ქვეყანაშია, რომ ოპოზიცია ითხოვდეს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას მათი დანაშაულის ჩამდენი თანაგუნდელების გასათავისუფლებლად.
პარლამენტში შეჭრის თანაორგანიზატორი და ვერც ბიუჯეტიდან მილიონების მომპარავი არ არიან პოლიტპატიმრები. თანაც უგულავა და რურუა ამბობდნენ – დაუკავშირათ მათი ‘ქეისები’ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან.
სრულიად ნათელია, რომ შალიკოს ფანჩატურში შეკრებილ ოპოზიციას არ სურს საარჩევნო სისტემის ცვლილება“, – წერს გია აბაშიძე.