ჩვენ არ ვეთანხმებით პრეზიდენტს იმაში, რომ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას ქვეყნის შიგნი თუ ქვეყნის გარეთ რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა შეეძლო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კითხვაზე რას შეცვლის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, პრეზიდენტს ჰქონდა თავისი პრაგმატული მოსაზრებები.
„ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირე. არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდა თავისი პრაგმატული მოსაზრებები, შეიძლება ჰქონდა თავისი კეთილშობილური გათვლები. თუმცა, ჩვენ არ ვეთანხმებით პრეზიდენტს იმაში, რომ რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა შეეძლო ამ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ეს აარის პრინციპული განსხვავება ჩვენს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.