დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას დადგენილი შეზღუდვების შესრულებისთვის მადლობას უხდის.
„მძიმე პერიოდი კარგად გავიარეთ. არ გვქონია გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. ახლა წყნარდება სიტუაცია, მაგრამ კორონავირუსი რომ დიდხანს დარჩება, სამწუხაროდ, ესეც ფაქტია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობდა, ასრულებდნენ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო იმას, რას აკრძალავდა სახელმწიფო, არამედ იმასაც – თუ როგორ შეასრულებდნენ ამას ჩვენი თანამოქალაქეები. საბედნიეროდ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ, თავის დროზე, ეს ძალიან კარგად შეასრულა“ – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ანატომია“.
კომენტარები
