გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ოპოზიცია ნიკა რურუას, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილსა და 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული ბესიკ თამლიანის გამოშვებას დიდი ხანი ითხოვდა.
ახლანდელი მდგომარეობით დაკავებულებიდან პატიმრობაში მხოლოდ გიორგი რურუა რჩება. ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ საპატიმრო გუშინ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს. 4 აპრილს კი ბესიკ თამლიანი გათავისუფლდა.
პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალება ვერ შეძლო, რადგან მის მიმართ ჯერჯერობით გამამტყუნებელი სასჯელი არ დამდგარა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა რურუა ორშაბათს სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლონ.გაგრძელება
