იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვივაქცინაციის კვლევასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„მაკაკა რეზუსზე ჩატარებულმა ვაქცინაციის კვლევამ, წინასწარი შედეგებით აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით ხელოვნური დასნებოვნების შემთხვევაში მათ პნევმონია არ უვითარდებათ.
დასკვნა:
რადგან მაკაკა რეზუსის იმუნური სისტემა ძალიან ახლოსაა ადამიანის იმუნურ სისტემასთან, ოქსფორდის ჯგუფის (ჯენერის ინსტიტუტი) მიერ შექმნილი ვაქცინა (ChAdOx1 nCoV-19) დიდი ალბათობით წარმატებული იქნება ადამიანებშიც.
23 აპრილს დაიწყო ჯანმრთელ მოხალისეებზე მისი გამოცდა.
კვლევის ყველა ეტაპის წარმატების შემთხვევაში, აღნიშნული ვაქცინის წარმოებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანული ფარმაკოლოგიური კომპანია AstraZeneca დაიწყებს“, – წერს კულუმბეგოვი.
