„ოდესღაც მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, ალბათ კი არა, ნამდვილად ვიყავი 90-იან წლებში, ახალგაზრდა მოზარდი ვიყავი, რომელიც აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი. მე თუ დავძლიე, ალბათ, სხვაც დაძლევს, რადგან ეს არ არის განუკურნებადი, ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია აუცილებლად დაიძლევა“, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაგეგმილი ონლაინ აქციის ფარგლებში განაცხადა.
„მე კარგად მახსოვს 1980-იანი წლები, ძალიან კარგად მახსოვს 90-იანები და ყველა შემდგომი პერიოდი. მინდა ყველა მონაწილეს ვუთხრა, რომ ძალიან დიდი წარმატებები გაქვთ მიღწეული, ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ქვეყანაში.
განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ თაობა, რომელიც მოდის და წამოიზარდა, მასში ძალიან ბევრია სწორი დამოკიდებულება, თანასწორი საზოგადოების განვითარების.
ეს არის უდაოდ გამარჯვება კონკრეტული ადამიანების, რომლებიც თუნდაც აი ასეთი უთანასწორო ცხოვრებას შეეწირნენ და გახდნენ მსხვერპლი, მაგრამ ქვეყანაში მაინც არის ცვლილებები.
ჰომოფობია მართლა დაძლევადია და მინდა გულწრფელადაც გითხრათ, რომ ალბათ, ოდესღაც მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, ალბათ კი არა, ნამდვილად ვიყავი 90-იან წლებში.
ახალგაზრდა მოზარდი ვიყავი, რომელიც აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი და მე თუ დავძლიე, ალბათ, სხვაც დაძლევს, რადგან ეს არ არის განუკურნებადი.
ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია აუცილებლად დაიძლევა.
ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მოდელს, რომ ჰომოფობია იქნება მარგინალური და ჩვენ დავინახავთ, რომ შესაძლებელია თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრება”, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა და ლგბტ საზოგადოებამ ამ დღესთან დაკავშირებით ონლაინ დემონსტრაცია გამართა.
წყარო: „პრაიმტაიმი“