„გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია და ადრე თუ გვიან ყველფერი დამთავრდება ძალიან კარგად“,- ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ვინც ოპოზიციის ერთობას ხელს შეუშლის, ის ქვეყნის წინაარმდეგ წავა.
ძალა ერთობაშიამ მოიტანა 8 მარტის შეთანმხება, ჩვენი განთავისუფლება, იგი მოიტანს გიორგი რურუას გათავისუფლებას, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და ხელისუფლების ცვლილებას. ეს ერთობა იქნება აქ და თუ ვინემ ამას ხელს შეუშლის, ის ქვეყნის წინააღდეგ წავა“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ სამი არჩევანი აქვს და აქედან იგი ივანიშვილს მხოლოდ კარგს უსურვებს.
„ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს სამი არჩევანი: კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ
კარგია – ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ოპოზიციაში გადასვლა. ცუდია – პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება. ძალიან ცუდია – იქ გადასვლა, სადაც მე და გიგი ვიყავით“,- აღნიშნა მან.