გიორგი რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, ბრალდებული გიორგი რურუა მოწმეების დისკრედიტაციას ახდენს და ბრალდების მხარეს შეურაცხყოფას აყენებს.
„დღეს ოთხი მოწმე დავკითხეთ, ექსპერტ-კრიმინალისტები. ორი ნიმუშის აღების პროცედურას ესწრებოდა, ორი – ჩხრეკას. ბატონი რურუა ცდილობს, მოწმეების დისკრედიტაცია მოახდინოს და ამას თავისთავად მოჰყვება ჩვენი პროტესტი. მისი მხრიდან მოდის შეურაცხყოფა. მოწმის დისკრედიტაცია გულისხმობს მოწმეზე მისთვის სასურველი ზემოქმედების მოხდენას“, – განაცხადა პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.
სასამართლო სხდომაზე, სადაც გიორგი რურუას საქმეს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სხდომაზე დღეს ოთხი მოწმე დაიკითხა. შემდეგი სასამართლო პროცესი ორშაბათს 10:00 საათზეა ჩანიშნული.
კომენტარები