ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ავტომობილი ინერციით ქვეითად მოსიარულე პირს დაეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
კომენტარები