ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია ”ლესტერ სითი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ექსპერტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
”ვიყურებით რა მომავალში, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა და დემოკრატიული პროგრესი არის მთავარი არგუმენტები მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს მშვიდობიან გზას და დასავლურ ორიენტაციას. მომავალში მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობით. ვხედავ მომავალს, რომელშიც ჩვენ შევძლებთ რთული პრობლემების გადაჭრას და კარგი ურთიერთობების განმტკიცებას ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით. ვხედავ საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ვხედავ აყვავებულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრს. მავანთ ეს აუხდენელ ოცნებად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია ”ლესტერ სითი”. მჯერა, რომ ამ ხედვის ხორცშესხმაში მე შემიძლია მქონდეს გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი”, – განაცხადა პრემიერმა.