დღევანდელი ოპოზიცია – ესაა ნეოტროცკისტები. ესაა ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ტროცკიზმის პირველი დამახასიათებელი ნიშანია პერმანენტული რევოლუცია. თითოეული მათგანი გამოდის და თითქმის ყოველდღიურად ლაპარაკობენ რევოლუციებზე. ერთ დროს, „იმედის“ წართმეული შენობის დირექტორი, ბატონი არველაძე სადღაც უკრაინიდან იმუქრება, რის არჩევნებისთვის ემზადებით, რევოლუციაა საჭიროო, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
„ტროცკიზმის მეორე ნიშანია ის, რომ ისინი ყოველგვარი რელიგიის წინაააღმდეგნი იყვნენ. მე არ მინახავს ისეთი საშინელება, რაც აღდგომის ღამეს ვნახე, ე.წ. „ზუმით“. ეს იყო ყოვლად წარმოუდგენელი რამ. ასევე, ტროცკისტებს სძულდათ ხნიერი თაობა. ტროცკი თავად ამბობდა, რომ 15 წელს ზემოთ ვინცაა, დავხოცოთ ყველა და დანარჩენები აღვზარდოთ კომუნისტური სულისკვეთებითო. გახსოვთ ალბათ, როგორ ამბობდნენ, როგორ „ჩასარეცხად“ იმეტებდნენ ისინი ყველას. მე მათ შორის სხვაობას ვერ ვხედავ. ამ ხალხს აკვიატებული აქვს სიტყვა „პრორუსული“ და ამას დღევანდელ ხელისუფლებას უწოდებენ. მე მაქვს მათთან კითხვა: ისინი არჩევნებში მხარს უჭერდნენ იმ პიროვნებას, რომლის სახელი და გვარიცაა გრიგოლ ვაშაძე, რომელიც აფხაზეთის ომის დროს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იქამდე – ატომური ენერგეტიკის სამინისტროში, სადაც 150 კილომეტრის მანძილზე ვერ მიხვალ, თუ არ ხარ იმ ორგანიზაციის წევრი, რომელსაც KGB ერქვა. ამის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და 2009 წელს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ეჯაჯგურებოდა, რომ რუსული პასპორტი წაერთმიათ და არ შვებოდა. დღეს ეს ხალხი, იგივე – ბოკერია, იგივე – ნათელაშვილი ლაპარაკობენ, რომ პროდასავლელები არიან“ – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.