“ერთიანმა ფანჩატურულმა” მოძრაობამ” იმდენი ქნა, ამერიკელ პოლიტიკოსებს იმდენი წერილი აწერინა, ბოლოს ამერიკელებს “იაღლიში” მოუვიდათ და ჟორიკა რურუა ქართული ოპოზიციის ლიდერათ მონათლეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“კაცო, “ერთიანმა ფანჩატურულმა” მოძრაობამ” იმდენი ქნა, ამერიკელ პოლიტიკოსებს იმდენი წერილი და ჭიკჭიკი (ტვიტი) აწერინა, ბოლოს ამერიკელებს “იაღლიში” მოუვიდათ და ჟორიკა რურუა ქართული ოპოზიციის ლიდერათ მონათლეს.
ეტყობა, მათ იფიქრეს, რომ ბატონ ჟორიკაზე იმდენს საუბრობენ ქართველები, რომ ეგ არის ჭეშმარიტი ლიდერიო და ნელსონ მანდელაო.
ხოდა, ბატონებო, ხომ ხედავთ გარეთ ლობიზმი და შიგნით გუბაზიზმი აღარ ჭრის ქართველ ამომრჩეველზე, და უცხოელები კი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. გაიხსენეთ ასევე 13 კონგრესმენის შეცდომებით სავსე ანგარიში.
მეტი კრეატიულობაა საჭირო, მაგრამ, სამწუხაროდ, “ფანჩატურს შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების”… – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.