ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები 146 ფიზიკური პირისა და 37 კომპანიის წინააღმდეგ ოფიციალურად გაახანგრძლივა. აღნიშნულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბრიუსელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე პასუხისმგებლებად მიიჩნევს. სანქციების მოქმედების ვადა 2017 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.
ე.წ. “შავ სიაში” მოხვდნენ მილიარდერები არკადი როტენბერგი და იური კოვალჩუკი, ბიზნესმენები კონსტანტინ მალოფეევი და ნიკოლაი შამალოვი, ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები სერგეი ჟელეზნიაკი, სერგეი მირონოვი, ლეონიდ სლუცკი და სხვები.
პერსონალური სანქციები სავიზო შეზღუდვებსა და ევროკავშირის ტერიტორიაზე განთავსებული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს.
კომენტარები